ახალი ამბები

შიდა ქართლში 6 თვეში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,2023 წლის იანვარი – ივნისის თვეების კვლევის მიხედვით შიდა ქართლში 1257 ადამიანი დაიბადა,ხოლო 1558 კი გარდაიცვალა.

კვლევის მიხედვით საქართველოში იანვარი – ივნისის მონაცემებით 19 431 ბავშვი დაიბადა,ხოლო 21 944 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება ქორწინებისა და განქორწინების სტატისტიკას, შიდა ქართლში აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში 672 ქორწინება და 411 განქორწინებაა რეგისტრირებული. 

დატოვეთ კომენტარი