ხაშურის მერია 200 000 ლარით ვიდეო კამერების შეძენას აპირებს. უწყება მათ დამონტაჟებას, ძირითადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გეგმავს, – ამის შესახენ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ისაუბრა.
“მოგეხსენებათ, ხშირია ვანდალიზმის ფაქტები გაკეთებულ პროექტებზე. ხალხისთვის კეთდება და თვითონ ხალხი უნდა უვლიდეს, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქალაქის მასშტაბით, დავაყენოთ კამერები. ამისთვის ბიუჯეტიდნ 200 000 ლარი გამოვყავით”, – თქვა ლელა მაჭარაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი