გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულებები სრულ მზადყოფნაში არიან.
“ყველა ბაღი მზადაა აღსაზრდელების მისაღებად, საკვები პროდუქტებიც შეძენილია, რძის ნაწარმთან დაკავშირებითაც არანაირი პრობლმა არ არის”, – განაცხადეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
მიუხედავად იმისა, რომ 15 სექტემბერი პარასკევია და შემდეგ უქმე დღეები მოდის, სააღმზრდელო პროცესი გორის გარდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის თბილისშიც, აღნიშნულ დღეს დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი