გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, მოვაჭრეები კვლავ დაბრუნდნენ.
“აქედან ფეხს არ მოვიცვლით”, – ამბობენ ისინი.
ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებიც იმყოფებიან, რომლებმაც მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ერთ-ერთი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, მას ექიმების დახმარება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ქალს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გორის მერიამ გარემოვაჭრეებს გურამიშვილის ქუჩა იძულებით დაატოვებინეს, მათ ვაჭრობა ქართლის ქუჩაზე გააგრძელეს, თუმცა ისეც გურამიშვილის ქუჩაზე დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან მათი თქმით, ქართლის ქუჩაზე მყიდველი არ ჰყავთ.
დატოვეთ კომენტარი