‘”გავერანდა ყველაფერი”, – წერს სოციალურ ქსელში ფერმერი ტარიელ გურგენიძე.
ტარიელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და როგორც ის ამბობს, გვალვებისა და სარწყავი წყლის არარსებობის გამო, მოსავალი გაუფუჭდა.
“,,იმედის,, გარდა ხომ არ დარჩა საქართველოში ტელევიზია და პრესა ჩემი აყვავებული მეურნეობა რომ არ გაეშუქებინა? ახლაც გადაიღეთ, თვეობით უწყლოობის გამო, როგორ გავერანდა ყოველივე, როგორ ,,ზრუნავს,, ხელისუფალი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, თურმე რამოდენიმე ძრავის შეუკეთებლობის მიზეზით, როგორ შეუძლიათ ულუკმაპუროდ დატოვონ სოფლის ასეულობით მოსახლე. როგორ შეუძლიათ მშვიდად უმზირონ გადამხმარ ბაღ-ვენახებს, სიმინდის ყანებს, ბოსტნებს… ამ საღამოს ბოსტანში, საოჯახოდ პამიდვრის დასაკრეფად გადავედი და იქიდან ცარიელი ხელებითა და აცრემლებული თვალებით წამოვედი. თურმე, რა ,,ბედნიერებაა,, ორნიშნა ეკონომიკურზრდიან ქვეყანაში ცხოვრება…”, – წერს ტარიელ გურგენიძე.