ქვა- ღორღი უნდათ ამოიღონ, თითქმის მილიონი კუბი და 22 ჰექტარი ჭალა უნდა გაანადგურონ, – ამბობს ზურაბ ქოსაშვილი, რომელმაც ხვალ კასპის მერიაში დაგეგმილ საჯარო განხილვაზე მისვლას გეგმავს.
შეხვედრაზე მისვლისკენ ზურაბ ქოსაშვილი სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს.
“ხვალ 12 საათზე კასპის მერიაში და 3 საათზე გომში შედგება შეხვედრა ბუნების დაცვის სააგენტოსა, კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. კომპანიას სურვილი აქვს, გაზარდოს თავისი წარმოება. მოსახლეობის ნებართვის გარეშე, ბუნების დაცვის სააგენტო ვერ გასცემს უფლებას. გომელებმა დაიცვეს თავისი ტერიტორია. ახლა ჯერი კასპელებზეა. თუ იქნება აქტიურობა, ამით გადავარჩენთ რამდენიმე ჰექტარ მწვანე ჭალას, დავიცავთ ჩვენს კუთვნილ ფლორას და ფაუნას, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ჩვენი ოჯახების, შვილების და უფლის წინაშე”, – ამბობს ზურაბ ქოსაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრიდან შპს “მეგა ჰოლდინგს” 862 002 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღება სურს. ამის შესახებ “მოზაიკა” ერთი თვის წინაც წერდა. აღნიშნული კომპანიის მფლობელი “ქართული ოცნების” შემწირველია.
ამავე თემაზე: კასპში, მტკვრიდან 862 002 მ³ ქვიშა-ხრეშის ამოღება “ოცნების” შემწირველ კომპანიას სურს