გორში, “კარფურში” ელექტრო სადენებს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც “მოზაიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
“ელექტრო სადენებს ეკიდა ცეცხლი, რომელიც მეხანძრე-მაშველების მიერ ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
“კარფურში” გაჩენილი ხანძრის გამო, გორის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დატოვეთ კომენტარი