ხაშურის მერიამ სურამში კონცერტის მოწყობას აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 593 ლარი გამოყო.
მერიის ცნობით, კონცერტი ადგილობრივი შემოსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება.
“კონცერტზე იმღერებენ სოფო საჟინიანი, ნინი მალხაზიშვილი, ბეთლემი, SPAM JAM, NO TAME”, – ამბობენ მერიაში.
ღონისძიება 25 აგვისტოს, სურამის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი