გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს და ტერიტორია დაატოვებინეს.
გორის მერიის მიერ მიცემული ვადა, რომელიც გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად ჰქონდათ, დღეს, 19 აგვისტოს ამოიწურა.
დილიდან, ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექცია და სამართალდამცავები, რასაც მოვაჭრეებსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
დატოვეთ კომენტარი