ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასასრულებლად ბიუჯეტიდან დამატებით 1 მლნ 150 ლარი გამოყო.
ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გიორგი პაპიაშვილის ინფორმაციით, დამატებითი თანხები მიმდინარე 3 პროექტის დასრულებას მოხმარდება.
“მიმდინარე 3 პროექტზე დამატებით მოხდა თანხების გამოყოფა სამუშაოების დასასრულებლად, ეს პროექტებია: ხაშურში ტაბიძის სკვერი, სურამში ლესელიძის ქუჩაზე სასაფლაომდე მისასვლელი გზა და სოფელ ნაცარგორის გზა”, – განმარტა გიორგი პაპიაშვილმა.
ხაშურის საკრებულომ აღნიშნული განკარგულების პროექტი გუშინ, 14 აგვისტოს დაამტკიცა.
დატოვეთ კომენტარი