ხაშურის საფეხბურთო გუნდის “ივერია” შემადგენლობა 4 -მა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.
სანდრო ხაჩიძე, დავით ჭანკოტაძე, გიორგი ნოზაძე და გიორგი მახარობლიძე საფეხბურთო კარიერას საქართველოს სხვადასხვა გუნდებში გააგრძელებენ.
ხაშურის “ივერიის” მთვარი მწვრთელის ზურა ლომიძის განმარტებით, გუნდი დამწყები ფეხბურთელებით შეივსო.
“მათ 2-3 წელი მაინც დასჭირდებათ, ის ფეხბურთელები რომ შეცვალონ. გამოცდილი ფეხბურთელების მოძიება თუ არ მოხდა, გუნდი წინ ვერ წავა და ისევ იგივე, მე-5 ლიგაში მოუწევს დარჩენა. სამწუხარო ფაქტია ჩვენთვის, თუმცა იმ ფეხბურთელებისთვის, ვინც “ივერია” დატოვა, კარიერული წინსვლისთვის ასე უკეთესი იყო,” – გვითხრა ზურა ლომიძემ.
დატოვეთ კომენტარი