ახალი ამბები

“ცოტა ხანში უწყლობით დავიხოცებით” – ქვიშხეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. 

ქვიშხეთში სასმელი წყალი გრაფიკით მოდის, თუმცა ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღეა საერთოდ არ აქვთ. 

“ცოტა ხანში, ქვიშხეთში წყლის არმქონის გამო დავიხოცებით. მოგვხედოს ვინმემ, გთხოვთ ძალიან.  დაგვეხმარეთ, რა იქნება”, – ამბობს მზია აბრამიშვლი. 

“მოზაიკა” საკითხის გასარკვევად მერის წარმომადგენელს ქვიშხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მალხაზ ღონღაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რეზერვუარში წყლის რაოდენობა შემცირებულია. 

“რეზერვუარში წყლის რაოდენობაა შემცირებული, ზაფხულია სოფელში ბევრი დამსვენებელია ჩამოსული, გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილს წყალი ბაღებში აქვთ მიშვებული, მრიცხველები არ აყენია და მას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. წყალი ისედაც ქვიშხეთს გრაფიკით აქვთ დილის საათებში 12:00 საათამდე წყალი მოდის”, – ამბობს მერის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ. 

დატოვეთ კომენტარი