ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელი თამუნა ჟიჟიაშვილი გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი თამუნა ჟიჟიაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას მერია ავრცელებს. თამუნა უწყებაში სივრცით მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

“გორის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სივრცით მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა ჟიჟიაშვილი. გორის მერია თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – ავრცელებს გორის მრია.

დატოვეთ კომენტარი