გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ გარემოვაჭრეს საქონლის გასაყიდად გამოტანის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ერთ-ერთი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.
“გაგვაფრთხილეს, რომ 2 დღეში იძულებით დაგატოვებინებთ ტერიტორიასო”, – ამბობენ მოვაჭრეები.
შეგახსნებთ, რომ გურამიშვილის ქუჩის გათავისუფლებას გარევაჭრობისგან გორის მერია რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა მოვაჭრეები მერიის პირობებს არ თანხმდებიან და ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლაზე უარს ამბობენ.
დატოვეთ კომენტარი