გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი 707 611 ლარით გაიზარდა. შემოსულობების ნაწილი ცენტრალური ბიუჯეტიდანაა, ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანაზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელეს.
“ვინაიდან ოქტომბერში დაგეგმილია შუალედური საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, კანონის მიხედვით, ორი თვის განმავლობაში არ შეიძლება არანაირი საბიუჯეტო ცვლილება, ამიტომ ჩავატარეთ რიგგარეშე სხდომა”, – გვითხრა დავით რაზმაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ.
შემოსულობები გაიზარდა:
- საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის №277 განკარგულება – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის ნაშთის ასახვა – 7 611,76 ლარი;
- შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზურფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან – 50 000 ლარი;
- სანებართვო მოსაკრებელი – 150 000 ლარი;
- არაფინანსური აქტივების კლება – 500 000 ლარი;
გაზრდილმა ნაწილმა შეადგინა 707 611,76 ლარი, მათ შორის 7 611.76 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან, 700 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დატოვეთ კომენტარი