ბრეთის მეურნეობაში 5 500 000 ლარის ღირებულების სპორტდარბაზის აშენება ოპოზიციისთვის მიუღებელია.
ქარელის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქუტურული პრობლემების ფონზე, ამ ღირებულების სპორტდარბაზის მშენებლობა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
“ვერ ვხვდები, რა საჭიროა ასეთ პატარა სოფელში, როგორიც ბრეთის მეურნეობაა, 5 500 000 ლარის ღირებულების სპორტდარბაზი რომ აშენდეს, მითუმეტეს რომ ამდენი სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი მუნიციპალიტეტში” – განაცხადა “ლელოს” წევრმა, ზურა ლეკიშვილმა.
მას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ უპასუხა:
“რატომ არ არის საჭირო, მარტო მაგ პატარა სოფლიდან სპორტის ერთ სახეობაზე 100 ბავშვი დადის ქარელში სავარჯიშოდ”, – თქვა კახა როინაშვილმა.
საკრებულოს თავჯდომარის, ჯუმბერ შუბითიძის განცხადებით, ბრეთის მეურნეობაში სპორტდარბაზის ასაშენებლად საჭირო თანხები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.