გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო 16 ცალ საჯარიმო ტერმინალს ყიდულობს. შესაძენად ტენდერი გამოცხადებულია და ამჟამად მიმწოდებლების შერჩევა მიმდინარეობს.
სააგენტოს ტერმინალების შესაძენად 15 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.
“ტერმინალი არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პლასტიკური ბარათებით შეძენილი ელექტრონული ბილეთების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ჯარიმის გამოწერა. გამოწერილი ჯარიმა ავტომატურად აიტვირთება ცენტრალურ სერვერზე და მოწყობილობაზე არსებული პრინტერით შესაბამისი საჯარიმო ქვითარი დაიბეჭდება”, – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ ტერმინალების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი