ახალი ამბები

ლიტერატურული კონკურსის ,,მაჩაბელის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ 

დღეს, ერისთავის თეატრში, ლიტერატურული კონკურსის “მაჩაბელის” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“ გადაეცათ:

  • საუკეთესო პოეტური ციკლი/კრებული – სოსო მეშველიანი, პოეტური კრებულისთვის ,,მწერი ქარვაში“.
  • საუკეთესო პროზაული ნაწარმოები – დათია ბადალაშვილი, მოთხრობისთვის „ევა, იანვარა და იასამანი“.
  • საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი: ხათუნა ცხადაძე – იტალო კალვინოს რომანისთვის „კოსმოკომიკური ამბები“.
  • მაია ბადრიძე – კატია პეტროვსკაის რომანისთვის „ალბათ ესთერი“.
  • საუკეთესო პიესა – ბესო ხვედელიძე დრამატურგიული ნაწარმოებისთვის ,,ხიდჩატეხილობა“.
  • ჟიურის რჩეულის პრემია გადაეცა პოეტ მანანა ჩიტიშვილს.

“წლის საუკეთესო პოეტური ციკლის/კრებულის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორს სოსო მეშველიანს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. „მაჩაბელის“ დაჯილდოების ცერემონიას სტუმრებთან და მონაწილეებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი ესწრებოდა”, – წერს გორის მერია. 

 კონკურსის ორგანიზატორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები