თბილისი-ქუთაისის და ხაშური-ხარაგაულის მატარებლის აღსადგენად ხელმოწერები გროვდება.
ხელმოწერებს სტუდენტი სანდრო კვინიკაძე აგროვებს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდანაა.
“ვაჟღერებ მოსახლეობის დიდი ნაწილის წუხილს და მოვითხოვ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით მოხდეს რკინიგზასთან მოლაპარაკება თბილისი-ქუთაისის ელექტრომატარებლის აღდგენასთან დაკავშირებით და ასევე ხაშური-ზეატაფონის ელექტრომატარებლის შუადღის რეისების დამატების თაობაზე”, -ვკითხულობთ პეტიციაში.
ხელმოწერების შეგროვება 5 ივლისს დაიწყო და ამ დროისთვის, ონლაინ პეტიციას ხელს 1 778 მოქალაქე აწერს.
დატოვეთ კომენტარი