ატენში მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.
“როგორც ვიცით ფუტკარი გადაჰქობდათ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. მძღოლი არა, უკან მჯდომი ადამიანი გარდაიცვალა”, – ამბობენ თვითმხილველები.
მომხდარს შსს ადასტურებს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი