კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში ვანო გამხიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
ტურნირში პირველი ადგილი ალეკო ხიზამბარელმა და თორნიკე გორჯოლაძემ დაიკავეს.
“მეორე ადგილი ლუკა მღებრიშვილმა და ლადო უხურგუნაშვილმა, ხოლო მესამე ადგილი თემურ გოგრიჭიანმა მოიპოვეს”, – წერს კასპის მერია.
ინფორმაციისთვის, ვანო გამხიტაშვილი XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად არის აღიარებული. ის ევროპის ოთხგზის ჩემპიონი იყო.
გამხიტაშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. წელს მას 50 წელი შეუსრულდებოდა. .
დატოვეთ კომენტარი