გორის მერია კომბინატში მდებარე საჩოგბურთო მოედნის რეაბილიტაციას ჯერჯერობით არ აპირებს. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას ხელს ფინანასების არქონა უშლის.
“უახლოეს პერიოდში არ იგეგმება საჩოგბურთო მოედნის რეაბილიტაცია. პროექტი არსებობს, თუმცა ფინასური რესურსი არ არის ამ ეტაპზე საკმარისი მის განსახორციელებლად”, – განაცხადა გიგა ბერიძემ.
საჩოგბურთო მოედნის რეაბილიტაციის რეკომენდაციით გორის მერიას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მიმართა.
დატოვეთ კომენტარი