სურამის ლესია უკრაინკას სახელობის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ასწავლო ვიზიტით პრაღაში გაემგზავრებიან. ირაკლი აბრამაშვილი და ბარბარე ცხადაძე 28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით EUSTORY 2023-ის სამიტს დაესწრებიან.
“საქართველოდან მოსწავლეები შეირჩნენ გერმანული კიორბერის ფონდის (Körber-Stiftung), სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის – DVV International-ის ეგიდითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ჩატარებული ისტორიის კონკურსის “30 წელი საბჭოეთის დასასრულიდან”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
სამიტისთვის 20 ქვეყნის 100 მოსწავლე შეირჩა.
დატოვეთ კომენტარი