გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ახალი წევრი ჰყავს. ნუნუ გიორგაშვილმა ნიკოლოზ კოპაძე ჩაანაცვლა.
საკრებულომ წევრად მიღების ცნობა უკვე დაამტკიცა. რაც შეეხება კოპაძეს, როგორც პარტიაში ამბობენ, საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტა ოჯახური პირობების გამო გადაწყვიტა, თუმცა პარტიულ საქმიანობას აგრძელებს.
ინფორმაციისთვის, ენმ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 9 წევრიანი შემადგენლობითაა.
დატოვეთ კომენტარი