გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით რექტორად კვლავ გიორგი სოსიაშვილი აირჩიეს, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის უნივერსიტეტი ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 13 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნა გიორგი სოსიაშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, სოსიაშვილი გორის უნივერსისტეტის რექტორად პირველად 2011 წელს აირჩიეს, 2019 წელს ის ალექსანდრე მღებრიშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა მალევე უნივერსიტეტის რექტორი კვლავ სოსიაშვილი გახდა.
დატოვეთ კომენტარი