გორელი მასწავლებელი ინტერაქტიული ცოდნის გაცვლითი პროგრამის მეორე სეზონის მონაწილედ შეარჩიეს. გიორგი ცერაძე ახალი ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, ინდოეთში გაემგზავრება.
“23 ივლისს მივემგზავრებით. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ მე შემარჩიეს. არაერთ საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული და ვფიქრობ, ჩემმა გამოცდილებამ განაპირობა ჩემი გამარჯვებაც. ძალიან მეხმარება გორის მუნიციპალიტეტის მერია, რისთვისაც მადლობა მათ“, – განაცხადა გიორგი ცერაძემ.
გიორგი ცერაძე ახალგაზრდა მასწავლებელია. ის 21 წლის არის და სამ საგანს, ქართულს, სამოქალაქო განათლებას და მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის.
“სამ საგანს ვასწავლი, აქედან ორი სავალდებულოა, ხოლო ერთი არჩევითი”, – გვითხრა ცერაძემ.
გაცვლითი პროგრამა, რომელშიც გორელი მასწავლებელი მონაწილეობს, კულტურულ კვლევას, ცოდნის გაზიარებას და სოფლის ტურიზმს აერთიანებს.
პროგრამის ფარგლებში, გიორგი ინდოეთში 31 ივლისამდე დარჩება.