სტატიები

ქარელის მერიის რჩეული კომპანია სოფლებში სკვერებს მოაწყობს და 40 000 ლარს მიიღებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული წესით ხელშეკრულებები გაუფორმა კომპანიას შპს “ახალი სამშენებლო”, რომელმაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში სკვერები უნდა მოაწყოს, ერთ სოფელში კი სასაფლაო შემოღობოს. 

აღნიშნული კომპანია ხშირად ფიქსირდება ქარელის მერიის ელექტრონულ ტენდერებშიც – უწყება მას ხელშეკრულებებს უფორმებს როგორც ტენდერით, ისე გამარტივებული წესით. 

მიმდინარე თვეში, ქარელის მერიამ აღნიშნულ კომპანიასთან ორი ხელშეკრულება გააფორმა. 

  • სოფელ ღოღეთში სასაფლაოს შემოღობვა – 10 000 ლარი;
  • ახალსოფლის დევნილთა დასახლებაში, მოხისსა და დოღლაურში არსებული სკვერების მოწყობა – 30 000 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ ქარელის მერიამ გამარტივებული ხელშეკრულებები აღნიშნულ კომპანიასთან გასულ თვეშიც გააფორმა, საერთო ჯამში ერთ თვეში გამარტივებული ხელშეკრულების ღირებულებამ 55 000 ლარზე მეტი შეადგინა. 

შპს “ახალი სამშენებლოს” შესახებ “მოზაიკამ” მასალა  ადრეც მოამზადა. აღნიშნილი კომპანიის დირექტორი მამუკა მასურაშვილია, რომელსაც “ქართული ოცნებისთვის” ერთი შემოწირულობა უფიქსირდება, 5 000 ლარის ოდენობით. 

ამავე თემაზე: ვინ არიან “ახალი სამშენებლოს” მეწილეები, რომლის მთავარი დამკვეთი ქარელის მერიაა

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.