ქარელის N1 სკოლაში, შენობის რეაბილიტაციის შემდეგ, პროფესიული კოლეჯი დაიწყებს ფუნქციონირებას.
“აზიის განვითარების ფონდის (ADB) დაფინანსებით ქარელის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული სასწავლებელი დაიწყებს ფუნქციონირებას. სასწავლებელში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა შეისწავლონ გრაფიკული დიზაინის და კულინარიული ხელოვნების მიმართულებები”, – აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებთ, პროფესიული უნარების სააგენტო 12 ივლისს ინფორმაციულ შეხვედრას სკოლის წარმომადგენლებთან, მშობლებთან, მოსწავლებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ქარელის N1 სკოლის შენობის რეაბილიტაცია, პროექტის მიხედვით, 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
დატოვეთ კომენტარი