ახალი ამბები

ხაშურში მეუფის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ხალხი არ მივიდა 

ხაშურში, ახალი ბანას მიმდებარე ტერიტორიაზე სურამისა და ხაშურის მეუფის სვიმოენის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე ხალხი არ მივიდა. 

“შავნაბადას” სოლო კონცერტი 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა წვიმის გამო, ღონისძიება 30 წუთით გადაიტანეს. კონცერტის დაწყების შემდეგ კი, სამოქალაქო აქტივისმა, ზაზა მეხრიშვილმა ადგილიდან ფოტო გაავრცელა, რომლებზეც ცარიელი სკამები ჩანს. 

მომხდარს ხაშურელი მომღერალი პაატა თედიაშვილი გამოეხმაურა.

“გუშინდელი დღის შემდეგ [8 ივლისის მოვლენები] რომელი ჭკუათმყოფელი მივიდოდა მაგ ზეიმის მოსასმენად? სიკეთე უნდა თესო, რომ გამოგყვეს ხალხი დარში და ავდარშიც”, – დაწერა თედიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი