კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთი დაჭრილი კლინიკაში “მედალფა” მკურნალობს.
კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მას აღენიშნება ორი ჭრილობა, თუმცა ოპერაციის ჩატარება არ დასჭირდა.
“ერთი პაციენტია შემოყვანილი. ორი ჭრილობა აქვს ბარძაყის და ბოქვენის არეში. ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, ჭრილობები დამუშავდა. ამჟამად იმყოფება ემერჯენსის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ. ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, დამუშავდა ჭრილობები. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური, რამე განსაკუთრებული სიმძიმე არ აქვს”, – განაცხადა კლინიკა “მედალფას” ქირურგმა მალხაზ ლომიძემ.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს, “მოზაიკას” ინფორმაციით, ის მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.