დღეს, 15:00 საათისთვის, გორელების ნაწილი თეატრის სკვერში შეიკრიბება. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ოლიმპიადის გახსნის პირდაპირ ტრანსლაციას თვალი დიდ მონიტორზე ადევნონ.
გორის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი, დიმიტრი გოგიაშვილი არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდნ გამომდინარე, შეკრებილებს შესაბამისი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“დღეს, 15:00 საათზე, თეატრის სკვერში გაიმართება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლირება.
ველოდებით ყველას, ვინც გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს და გოგონებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ კოვიდის რეგულაციები, პირბადე და დისტანცია”, – ამბობს დიმიტრი გოგიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი