გორში გურამ პაპიტაშვილის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთ ფუძემდებელის ბარელიეფი მისივე სახელობის დარბაზის ფასადზე განთავსდა.
ბარელიეფის გახსნის შემდეგ, კულტურის ცენტრში გურამ პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
“საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლები, სპორტსმენები, ქართული სპორტის გამორჩეული მოღვაწის მეგობრები და ოჯახის წევრები. ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავს მიეძღვნა, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა”, – წერს გორის მერია.
დატოვეთ კომენტარი