მდინარე ლიახვში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობა დადასტურებული არ არის.
მაშველები მეორე დღეა 22 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც თედოწმინსთან, მდინარე ლიახვში შევიდა და დინებამ გაიტაცა.
მის ძებნაში ჩართულნი იყვნენ მყვინთავებიც, რომლებლაც სამუშაოები გუშინ საღამოს, ცუდი ხილვადობის გამო შეწყვიტეს. ძებნის სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
დატოვეთ კომენტარი