ახალი ამბები

ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა, რომლითაც გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს. 

“ბავშვებსა და მოზარდებს ახლგაზრდული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივებს შესთავაზებს, ხოლო უფროსი თაობის წარმომადგენლები ამ თანამედროვე და კეთილმოწყობილ სივრცეს შეხვედრებისა და ტრენინგების ჩასატარებლად გამოიყენებენ”, – წერია UNDP-ის განცხადებაში. 

გახსნის ცერემონიას  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები და  UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში, ანნა ჩერნიშოვა დაესრწნენ. 

“ახალგაზრდული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში. ევროკავშირი და UNDP მომავალშიც გააგრძელებენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ხელშეწყობას, როგორც შიდა ქართლში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში”, – ნათქვამია UNDP-ის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები