კასპში ახალი სივრცე “კომლი” გაიხსნება.
“ეს არის არის თანაშექმნის სივრცე ადგილობრივი თემისთვის, ორგანიზაციებისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის’, – ვკითხულობთ “კომლის” განცხადებაში.
სივრცე კელაპტრიშვილის ქუჩაზე მდებაროებს და მისი გამოყენება შეხვედრებისთვის, მუშაობისთვის, განტვირთვის თუ დარჩენისთვის ყველა მსურველს შეეძლება.
“მოდი ჩვენს სივრცეში და თავად იხილე, თუ რა შევქმენით ამ წლების განმავლობაში და როგორ მოვედით აქამდე. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება საინტერესო აქტივობები, სადაც საშუალება გექნებათ მიიღოთ მონაწილეობა”, – წერია “კომლის” განცხადებაში.
სივრცის საზეიმო გახსნა 15 ივლისს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.
“კომლი” საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის “European Endowment for Democracy” მხარდაჭერით შეიქმნა.