ხაშურის ტურისტული ცენტრი სექტემბერში გაიხსნება, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” მერიაში დაუდასტურეს.
“ტურისტული ცენტრი სექტემბრისთვის გაიხსნება. სკერიც დასრულდება მაგ დროისთვის და ოფისის აღჭურვაც”, – გვითხრა ხაშურის მერიის საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის ტურისტული ცენტრი 2020 წელს აშენდა და მისი მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 64 000 ლარი დაიხარჯა. 3 წლის განმავლობაში, შენობა უფუნქციო იყო.
დატოვეთ კომენტარი