ახალი ამბები

ხაშურის N3 სკოლა IBRD-ის მხარდაჭერით STEM ლაბორატორიას მიიღებს

ხაშურის N3 სკოლა  IBRD-ის პროექტის “ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი” ფარგლებში STEM ლაბორატორიას მიიღებს.

“ხაშურის მე-3 საჯარო სკოლა ერთ-ერთია 200 საპილოტო სკოლას შორის, რომლებიც შეირჩა განათლების სამინისტროს მიერ და ჩართულია მსოფლიო ბანკის პროექტში „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD)“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდანა სკოლა სტემ ლაბორატორიას მიიღებს საჩუქრად”, – წერს სკოლის ადმინისტრაცია. 

STEM ლაბორატორია აერთიანებს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიებს. 

დატოვეთ კომენტარი