სოფელ გორიჯვარში, ე.წ ,,კაკლების“ ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა. გორის მერიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებაზე სასკოლო ტურისტული კლუბების წევრები ტურიზმის განყოფილების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შემეცნებით – გასართობ აქტივობებში ჩაერთნენ.
აღნიშნულ სივრცეში მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატური და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.
ინფორმაციისთვის, საპიკნიკე სივრცის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 130 000 ლარამდე დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი