ახალი ამბები

გორში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში საქორწილო კაბების ჩვენება მოეწყობა 

გორში საქორწილო და სადღესასწაულო კაბების ჩვენება მოეწყობა. 

სამკერვალო “ბამანე” ჩვენებას ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში აწყობს. 

ღონისძიება 28 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყება და როგორც “ბამანეს” ანონსიდან ჩანს, დასწრება ყველა მსურველს შეეძლება. 

“ბამანე” ქეთევან კვაჭანტირაძემ შექმნა. ის მესამე დონის სპეციალისტია და ამ საქმეს პროფესიულ დონეზე 28 წლის ასაკში დაეუფლა.

ამავე თემაზე: ბამანეს კუთხე – ქეთევან კვაჭანტირაძის ისტორია

დატოვეთ კომენტარი
ტეგები