ახალი ამბები

მოხისელებს ერთი რიტუალების სახლი ენმ-მ, ერთი კი “ოცნებამ” აუშება – ორივე უფუნქციოა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში ორი რიტუალების სახლია, თუმცა ფუნქციური არც ერთი არაა. 

სოფელს რიტუალების სახლი ჯერ “ერთიანები ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აუშენეს, შემდეგ კი “ქართული ოცნების” სათავეში ყოფნისას. 

“ერთი მიშა სააკაშვილის პერიოდში გაკეთდა, თუმცა შემდეგ იმ უბანში, სადაც გააკეთეს ეს რიტუალების სახლი, აღარ უნდოდათ და მთავრობის შეცვლის შემდეგ, მეორე გააკეთეს ოღონდ სხვა უბანში”, – გვითხრა ენმ-ის დეპუტატმა მოხისის ადმინისტრაციული ერთეულიდან თამარ დიასამიძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ შენობებით არ სარგებლობენ, რადგან სარიტუალო მომსახურების მისაღებად, გომში და აგარაში წასვლა ურჩევნიათ. 

სარიტუალო სახლების მშენებლობაზე დახარჯული თანხის ზუსტი ოდენობა სოფელში არ იციან, თუმცა ვარაუდებოენ, რომ ხარჯი 50 000 ლარზე მეტი იქნებოდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი