ხაშურის მერიას ტაშისკრის ბრძოლის 414-ე წლისთავს ისტორიული წაბლის ქვეშ აღნიშნავს.
როგორც მერია წერს, ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო კონცერტი გაიმართება, იქამდე კი 12:00 საათზე, ტაშისკრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლის აღავლენენ.
“ტაშისკრის ბრძოლის 414-ე წლისთავთან დაკავშირებით, 27 ივნისს, ტაშისკარში ისტორიული წაბლის ქვეშ, გაიმართება ამ ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი ღონისძიებები. ამინდის გაუარესების შემთხვევაში კონცერტი ჩატარდება ქვიშხეთის კულტურის ცენტრში”, – წერს ხაშურის მერია.
დატოვეთ კომენტარი