ახალი ამბები

აგარაში სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს სახლები ეტბორებათ.

“ყველა წვიმის დროს ასეა. ასფალტი დაწეულია. სანიაღვრეებს გასასვლელი არ აქვთ. წყალი გროვდება და სახლები გვეტბორება. მოვიდნენ, მარტო ამოთხრილი ადგილები ამოავსეს გზებზე და გაიქცნენ”, – აღნიშნავს ალექსი გაგლოევი.

აგარაში ამბობენ. რომ სანიაღვრე არხების არარასებობის გამო, ნალექი პრობლემებს ყველა ქუჩაზე ქმნის. 

“ეგ მდგომარეობაა გოძიაშვილის ქუჩის ბოლოშიც. გზა ცალ მხარეს დაცერავებული დააგეს და მთელი ნაწვიმი სახლებისკენ მოდის”, – ამბობს მანანა ხარაზიშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები