ახალი ამბები

ხაშურში საბავშვო წიგნის ფესტივალი „ასფურცელა“ გაიმართება

ხაშურში საბავშვო წიგნის ფესტივალი “ასფურცელა” გაიმართება. 

ღონისძიება 25 ივნისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში 12 საათიდან დაიწყება.

მერიის ცნობით, საბავშვო ლიტერატურის მოყვარულებს გამომცემლობები „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „პალიტრა L“, „მანდარინი“ და „მახარობელი“  უმასპინძლებენ.

“პატარა მკითხველებს შეხვდებიან საბავშვო მწერლები ირმა მალაციძე, მურად მთვარელიძე, მარიამ წიკლაური, ნანიკო ბურდული, გივი ჩიღვინაძე, მარიამ გახელაძე, ნატო დავითაშვილი, ლელა გაბური, ლილი ალფაიძე, თეა თოფურია, ნინო ლომიძე, ნათია ჯანაშია”, – წერს ხაშურის მერია. 

ცნობილია საფესტივალო პროგრამაც:

  • 12:00 ფესტივალის გახსნა; საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა;
  • 14:00 საბავშვო მწერლების შეხვედრა მკითხველებთან ბიბლიოთეკებში (სურამი, მინის ტარის დასახლება, ცხრამუხა, ხაშურის ამერიკული კუთხე/საბავშვო ბიბლიოთეკა);
  • 16:00 საბავშვო მწერლების შეხვედრა ბავშვებთან დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერში;
  • 16:30 თოჯინების თეატრის წარმოდგენა – ირმა მალაციძე „სატკბილეთის ქვეყანა“;
  • 17:10 – ანიმატორების შოუ/კოსტუმირებული პერფორმანსი.
დატოვეთ კომენტარი