ახალი ამბები

ხაშურსა და ქარელშიც “ქართული ოცნების” ოფისებს მერები უხელმძღვანელებენ

“ქართულმა ოცნებამ” პარტიული კონფერენციები ჩაატარა ქარელსა და ხაშურშიც. კონფერენციაზე ჩავიდნენ პარტიის ლიდერები ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე. 

შეხვედრაზე, რომელსაც მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, რაიონული ოფისების თავმჯდომარეები აირჩიეს. 

ორივე მუნიციპალიტეტში, პარტიის ოფისებს მერები, თენგიზ ჩიტიაშვილი და ზაზა გულიაშვილი უხელმძღვანელებენ. 

მერი აირჩიეს პარტიის რაიონული ოფისის ხელმძღვანელად გორშიც. 

ამავე თემაზე: “ქართული ოცნების” გორის ოფისის თავმჯდომარედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აირჩიეს 

დატოვეთ კომენტარი