საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ევროპის პრიზიორია. ალბანეთში დასრულებულ კონტინენტურ პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობში 17 წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა გუნდური მესამე ადგილი დაიკავა
ხაშურელი მწვრთნელის, გიორგი კვინიკაძის მოჭიდავეებმა ევროპირველობაზე 7 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
- გიორგი მაისურაძე – 51 კგ.
- სანდრო ყურაშვილი – 92 კგ.
- მათე ცინაძე – 45 კგ.
- გეგი ონიანი – 48 კგ
- არშაკ ლულუკიანი – 55 კგ.
- კონსტანტინე პეტრიაშვილი – 80 კგ.
- ალექსანდეა აბრამიშვილი – 110 კგ.
მწვრთნელის ცნობით, ნაკრების 10 წევრიდან 9 დებიუტანტი იყო.
დატოვეთ კომენტარი