ქარელის მერიის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები “ქართული ოცნების” პარტიულ კონფერენციაზე მიკროავტობუსებით მივიდნენ.
“შვებულება არ გვაქვს, უბრალოდ შესვენების საათი გვაქვს და აქ მოვედით”, – ამბობენ ისინი.
შესვენების საათის გამოყენება კონფენერნციაზე დასასწრებად გადაწყვიტეს მერიის სამსახურის უფროსებმა, მერიის წარმომადგენლებმა, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა.
აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაწესებულებებში შესვენება 13:00 საათზე იწყება, თუმცა მერიის და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა შეკრება 12:30 საათიდან დაიწყეს. მონაწილეთა რეგისტრაცია ერთ საათს, ანუ 13:30 საათამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ კი პარტიული კონფერენცია დაიწყო, რომლიც ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია. ღონისძიების დასრულების დროისთვის, ანუ 15:00 საათზე, საბიუჯეტო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების შესვენების საათი უკვე 1 საათის დამთავრებული იქნება.
კონფერენციაზე “ქართული ოცნების” ქარელის ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.
პარტიული შეხვედრა მედიისთვის დახურულია.