ახალი ამბები

ქარელის საბავშვო ბაღებში საზაფხულო არდადეგები 16 ივლის დაიწყება

ქარელის მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღში საზაფხულო არდადეგები 16 ივლის დაიწყება.

ბაღების გაერთიანების ცნობით, საზაფხულო ბაღები მუნიციპალიტეტში არც წელს იმუშავებს.

“საზაფხულო ბაღები ქარელში არ იმუშავებენ, ამის მოთხოვნა არ ყოფილა”, – გვითხრეს გაერთიანებაში. 

საზაფხულო არდადეგები ქარელში 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დატოვეთ კომენტარი