ახალი ამბები

თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, სასამართლომ მხოლოდ თ.კ.-ს ძალადობა დაადგინა

ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეში, გორელი ბიზნესმენის შვილის, თ.კ-ს ბრალეულობის განხილვა სასამართლომ დაასრულა. 

სასამართლოდ გადაწყვეტილებით, თ.კ. 117 მუხლის პირველ ნაწილში გამართლდა, ხოლო 126 მუხლის პირველ ნაწილში, მას 8 თვით და 25 დღით მიესაჯა პატიმრობა.

117-ე მუხლი სხეულის განზრახ დაზიანებას გულოსხმობს, ხოლო 126-ე მუხლი ძალადობას.

შეგახსენებთ, რომ ერეკლე თედლიაშვილი 2020 წელს, რესტორან “ჟოზეფში” მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა. ცნობილი სპორტსმენის და ბიზნესმენის შვილი თ.კ. პოლიციამ 18 წლის ბიჭის ცემისთვის, 2020 წლის ივნისში დააკავა. ის 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ბრალის ვერდამტკიცების გამო გაათავისუფლა, ორი წლის შემდეგ კი საქმის განხილვა დაასრულა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.