ახალი ამბები

ბოშურში მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება – გორის მერია 

ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, – წერს გორის მერია. 

უწყების თქმით, ამ ეტაპზე ბოშურში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

“სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. უკვე აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზიც”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, გუშინ საღამოს ბოშურში ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები