გორის სასამართლოში ერეკლე თედლიაშვილის საქმის სასამართლო პროცესი დაწყო.
სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ “მოზაიკას” გარდაცვილი ახალგაზრდის ახლობლებმა აცნობეს.
“დიდი ხნის შემდეგ, დღეს ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, ველოდებით რა იქნება”, – ამბობენ ახლობლები.
ინფორმაციისთვის, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი 2020 წელს გარდაიცვალა, მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად. გორის ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდების შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერეკლე თედლიაშვილს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ის საავადმყოფოში სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა, არაერთი ოპერაციის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეზე დაკავებული იყო გორელი ბიზნესმენის შვილი თ.კ. რომელიც 9 თვის შემდეგ გათავისუფლდა, რადგან წინასწარი დაკავების ვადა ამოეწურა.